ველოდებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჩვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდებით NATO-სგან, ჩვენ ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა არ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია და რა თქმა უნდა, ველოდებით ჩვენს გაწევრიანებას NATO-ში. საქართველოს მისწრაფებები ამ მიმართულებით ნათელია, - განაცხადა ღარიბაშილმა.
ღარიბაშვილმა ასვე თქვა, რომ საქართველო მიესალმება NATO-ს გაძლიერებას შავ ზღვაში.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 15 მარტს, გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: