
თეთრი სახლის ლიდერის სკანდალური განცხადების საპასუხოდ, კრემლმა შეერთებული შტატებიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია, პრეზიდენტმა პუტინმა კი თავის ამერიკელ კოლეგას მოუწოდა, სარკეში ჩაიხედოს.
კრემლში საკმაოდ მტკივნეულად მიიღეს თეთრი სახლის ლიდერის დადებითი პასუხი შეკითხვაზე, არის თუ არა პუტინი მკვლელი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ კოსაჩოვმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და ბაიდენისგან ბოდიში მოითხოვა. კრემლში ვაშინგტონს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ორმხრივი ურთიერთობების გასაუბჯობესებლად.
კრემლს უკვე უპასუხეს თეთრ სახლში. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა ზოგიერთ სტრატეგიულ სფეროში თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის. თეთრ სახლში პირდაპირ აცხადებენ, რომ ბაიდენი ვლადიმერ პუტინისთვის მკვლელის წოდებას არ ნანობს.
ამავე თემაზე: