
ჩვენ გამოვავლინეთ კომპრომისისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, პირველ რიგში მედიატორმა, კარგად დაინახა, რომ კომპრომისისთვის მზად არ არის "ქართული ოცნება", - ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობისა და ძალიან მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც ადასტურებდა "ქართული ოცნების" ბოლო პერიოდის განცხადებები. გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" არ არის მზად, აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, ამ პროცესში კრიზისიდან გამოსვლის ძირითადი ტვირთი იყო ხელისუფლებაზე. "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: