"ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონი თბილისს ტოვებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა "ოცნებისა" და ოპოზიციის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრის გზებს. 

ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს, დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.. ...მე დავბრუნდები დილით ბრიუსელში და მოვახსენებ ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს, - აცხადებს დანიელსონი. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი