კრიზისის განსამუხტად "ოცნებამ" სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ აუცილებლად განვუხტავთ ამ კრიზისს... ოღონდ, ამისათვის, "ოცნებამ" უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ" - ეს განცხადება "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ძირითადი საკითები თქვენთვის ცნობილია, მათზე საერთოდ ვერ მოხდა დაახლოება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ძალიან კარგი იდეები მედიატორების მხრიდან, სამწუხაროდ, ამაზეც ვერ ვნახეთ "ქართული ოცნების" მზაობა. ამ ეტაპზე, პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში, რა თქმა უნდა, ჩართული ვიქნებით ბოლომდე, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი