განსაკუთრებით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე ვერ შევთანხმდით - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"შეთანხმებამდე ვერ მივედით ვერცერთ საკითხზე, განსაკუთრებით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ" -ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის ამ ხელისუფლებისა და ივანიშვილის გარემოცვის უნარებისა და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე ბოლომდე გაშიშვლება. ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, მაგრამ განსაკუთრებით ვერ შევთანხმდით პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. მე მჯერა, რომ ამ ხალხს, ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონივრულ განცხადებაზე, განხილვის უნარის დაშვება", - თქვა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, დათმობებამდე საქმეც კი არ მისულა. როგორც ბოკერია ამბობს, აუცილებელია მშვიდობიანი, დაგეგმილი აქციების გაგრძელება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი