
სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე "ოცნებასთან" შეიზღუდა, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილი საუბრობს.
დღეს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას.. გამოჩნდა, რომ "ოცნებას" არ აინტერესებს არც საქართველო, არც მისი მოქალაქეები, არც ჩვენი ქვეყნის ბედი.. ორი მთავარი საკითხი იყო რაზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ..ამ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელია ხელისუფლება.. სანამ ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პატიმრობაში, მოლაპარაკების სივრცე "ოცნებასთან" შეიზღუდა, - ამბობს აკო მინაშვილი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: