"მედიატორები ცდილობდნენ, "ოცნებას" რამეზე მაინც ეთქვა "კი" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"მედიატორები ცდილობდნენ, "ოცნებას" რამეზე მაინც ეთქვა "კი", -  ეს განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ამ ადამიანის [დანიელსონის] აღელვებასა და წასვლაზე პასუხისმგებლობა არის "ქართული ოცნების" მხარეს. მოლაპარაკებების პროცესი, არცერთ მომენტში არ მისულა იქამდე, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები. ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც მედიატორები გვთავაზობდენენ, რამდენჯერმე გაფუჭდა, იმის გამო რომ "ქართული ოცნება" არ თანხმდებოდა არაფერზე", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი