
"გირჩის" განაყოფის წევრი, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ვერაფერი გაიგო. როგორც მან კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ თქვა,
მნიშვნელოვანია, შეხვედრის დეტალებსა და პუნქტებზე საჯაროდ საუბრობდნენ.
მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება. მათ შორის მოლაპარაკებების სტილი არ მესის. მეგონა, მე ვიყავი არაკომპეტენტური და ეს ხალხი იყო ძალიან კომპეტენტური, ვცდებოდი და საბოლოო ჯამში შედეგი დადგებოდა, მაგრამ რომ დავრწმუნდი შედეგი არაა, ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე დავიწუო ლაპარაკი. მე მომწონდა პუნქტები და მიმაჩნდა, რომ ის შეიძლებოდა გამხდარიყო კონსენსუსის თემა თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული. ანუ მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ მოსაზრების არტიკულირების უფლება არ მაქვს. ორივე მხარეს ვგულისხმობ, ვერცერთისგან ვერაფერი ვერ გავიგე", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: