
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით,"პრემიერმინისტრი დროს კარგავს ამ უაზრო პროცესებით..". ამის შესახებ მან კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.
ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან ერთად, დაკავებულები ვიყოთ იმ საკითხებზე ფიქრითა და მსჯელობით, რაც აწუხებს საზოგადოებას, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი. დროს კარგავს იგივე პრემიერი ამ უაზრო პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, მათ შორის ოპოზიციონერები.. ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონკრეტული ეკონომიკური, სოციალური და საგარეო პოლიტიკური საკითხების უკეთ მოწესრიგებაზე. ამის მაგივრად, ჩვენ გვიწევს დროის დაკარგვა რაღაც უაზრობაზე, ამით დაიღალა საზოგადოება, - ამბობს კობახიძე.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: