უიმედობა არ უნდა შემოგვეპაროს.. ოპოზიციამ მაქსიმალური გააკეთა.. - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას, Facebook-ზე ეხმაურება. 

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

უიმედობა არ უნდა შემოგვეპაროს. რეჟიმი დათმობაზე არ მიდის - ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოს ევრო-ატლანტიკურო მომავალი ივანიშვილს რომ არ აინტერესებს - ესეც არ არის ახალი. ოპოზიციამ გააკეთა მაქსიმალური ქვეყნისთვის. ორივე მხარის ერთნაირი შეფასება - ძალიან, ძალიან მცდარია. რეჟიმზე რა წარმოდგენაც აქვს დასავლეთს - მალე გამოჩნდება. დანარჩენი კი რჩება იგივე მოცემულობა - ბრძოლა, ბრძოლა და თავისუფლების მოპოვება. სხვა გზა არც გვქონია, - წერს დეკანოიძე. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი