
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრის შედეგს Facebook-ზე ეხმაურება. ხაზარაძე წერს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მმართველმა გუნდმა ჩაშალა.
აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალა მოლაპარაკებები. ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც აზიანებს ქვეყანას და მის დასავლურ კურსს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!.. - წერს ხაზარაძე.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
ამავე თემაზე: