მჯერა, ვერასდროს იქნება ვერც მოძალადე და ვერც ბოროტი ადამიანი - გოგი წულაიას ცოლი

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოს გოგი წულაიას ცოლი, ინგა ბაბიაძე აცხადებს, რომ სჯერა მისი ქმარი ვერასდროს იქნება მოძალადე და ბოროტი ადამიანი. ეს განცხადება მან სასამართლოს შემდეგ გააკეთა, სადაც სექსულურ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ დღეს მის გვერდით. ის თუ რატომ მოხვდა ასეთ დაგეგმილ პროვოკაციაში ეს ჩემი და ჩემი მეუღლის გასარჩევია და ალბათ ამას ჩვენ გავარჩევთ, დროთა განმავლობაში, ნაწილობრივ შვილებისაც. მე მჯერა მისი და მჯერა, რომ გოგი ვერასდროს ვერ იქნება ვერც მოძალადე და ვერც ბოროტი ადამიანი", - თქვა ინგა ბიბიჩაძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფო თავისუფალ აზრს დაუპირისპირდა და მისი ქმედება ზღვარს გასცდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას დღეს, 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი