გოგი წულაიას დაკავება - პოლიტიკური შურისძიება თუ სავარაუდო ძალადობა

გამოქვეყნდა:

გოგი წულაია ქალზე ძალადობაშია დადანაშულებული. პოლიტიკოსი დაპატიმრებულია და მის წინააღმდეგ პოლიციის მთავარი სამხილი ახალგაზრდა ქალის ჩვენებაა, რომელიც წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. სასჯელი, რომელიც ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამორჩეულ პოლიტიკოსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება, ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა, წულაიას დაპატიმრების პარალელურად, გაჩნდა ვერსია, რომ ეს, შესაძლოა, მის მიმართ შურისძიება იყოს. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები იხსენებენ ბოლო ფაქტს, როდესაც ბერა ივანიშვილის სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნებისა და თავად ბერას განცხადებების შემდეგ - წულაიამ სატელევიზიო ეთერში ბერას მისამართით გინების შემცველი პერფორმანსი მოაწყო.

ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი