წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე ტენქინიკს მუშაობას, უხვ ნალექსა და მცირებალიან მიწისძვრას შეუძლია მოწყვეტილი მიწის ფართობი ცენტრალურ გზაზე ჩაიტანოს.
სპეციალისტები შესაბამისი ზომების დროულად მიღებას ითხოვენ.
"საფრთხე არის, ის არსად გამჩერებელი არაა, წამოვა ქვევით გრავიტაციით, ქვევით როდესაც მოდის სად წავა, რადენი წავა, გზგაზე გაჩერდება, გადმოვა, ეს ყველაფერი არის მონიტორინგის ამბავი. ყველანაირი, ყველა სახის სამშენებლო საქმიანობა უნდა გაჩერდეს და ნებისმიერი წყარო ვიბრაციისა უნდა აღიკვეთოს, რადგან ეს დამატებით არის პრობლემა", - თქვა დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.
სეისმოლოგ, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მოწყვეტილი ბლოკი გადაადგილდება და ის დინამიკაშია.
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე რომ მეწყერი დაიძრა, ფოტოები და ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამავე თემაზე: