
"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ქვეყნის გარკვეულ ჯანჯღარს. ის ირწმუნება, რომ ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც ყველანაირი შეთანხმების ჩაშლას ცდილობს და ერთადერთი ვისაც "რადიკალიზებული ოპოზიცია" აწყობს რუსეთია.
"ის რასთანაც დღეს გვაქვს საქმე, რომ ჩვენი ოპოზიცია ცდილობს გარკვეულ ჯანჯღარს ჩვენი ქვეყნისა, აწყობს მხოლოდ რუსეთს. რაც შეეხება ჩვენს იმედებს, ვნახეთ ფასილიტაციის პირველი ეტაპი. ჩვენ იქიდან გამოვიტანეთ ჩვენი დასკვნები, გამოვიტანეთ ქვეყნისთვის ერთი ნაბიჯი წინ, კერძოდ საარჩევნო რეფორმა, რომელსაც “მოქალაქეები” შემოუერთდნენ შემდეგ. დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მოწოდებულია, რომ ჩაშალოს ყოველგვარი შეთანხმება და ბოლომდე შეეცადოს, რომ საპარლამენტო დემოკრატიას პრობლემა შეუქმნას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს "არარადიკალური" ოპოზიციის იმედი აქვს.