"მე ხო არ გეუბნები რომ მე ვარ მართალი....ბოდიშს გიხდი" - გოგი წულაიას ჩანაწერები

გამოქვეყნდა:

რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოკეტა შოთაძის უწყებამ გოგი წულაია გისოსებს მიღმა? - "მთავარმა" ის ვიდეო კადრები მოიპოვა, რომელიც ბრალდების საქმის მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა ადვოკატები ამბობენ რომ აღნიშნული კადრები წულაიას ბრალდებას ვერ ამყარებს. ჩანაწერებში ისმის საუბარი.

მათივე მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა ამ ეტაპზე საქმეში არც ერთი დოკუმენტი არ დევს რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან, სექსუალური ხასიათის ძალადობას დაადასტურებს.

სრულად ჩანაწერებს მაყურებელი "შაბათის მთავარში", 21 საათზე ნახავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას გუშინ, 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი