
"მოძალადე ბებიის საქმე" - ბრალდებულის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ, მისი მეზობლები კი პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებენ და ამბობენ, რომ მოზარდების მიმართ ძალადობას ადგილ არ ჰქონია: "დედამ ნებით გადაუღო და ნებით წაიყვანა თავის შვილები ...ყველა მშობელი იგივეს გააკეთებს" - ამბობს ბრალდებულის ერთ ერთი ახლობელი.
გურჯაანის რესურსცენტრში პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვ.კ-ს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა, მიესალმებიან - მიუღებელი იყო ჩემთვის და ყველა ნორმალური საზოგადოებისთვის - ამბობს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი მანანა ჩიკვაიძე.
სასამართლო საქმეზე ხვალ იმსჯელებს. ვ.კ-ს მიმართ გამოძიება 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო. ბრალდება 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლაგოდეხში, არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები "მთავარმა არხმა" გუშინ გაასაჯაროვა.
ავტორი: ია გულიაშვილი