
ეს არ უნდა იყოს აქცია აქციისთვის, ეს უნდა იყოს აქცია, რომელიც გავა შედეგზე - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც ციხიდან პირველი ხმოვანი ინტერვიუ "მთავარ არხს" და ნიკა გვარამიას მისცა.
მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. არ დავიზაროთ და რამდენიმე საათით თბილისში ჩამოვიდეთ, თბილისელები რუსთაველის გამზირზე უნდა გამოვიდეთ - ამბობს ნიკა მელია.
თითქმის ერთი თვეა ნიკა მელია ღირსების პატიმარია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საკნის კარები მისთვის მალე გაიღება
"უფრო ძლიერი ვხდები და ამ ყველაფერს ბევრი და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი აქედან გამოსვლისთანავე დაინახავს" - ამბობს ნიკა მელია და ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი ერთობისკენ მოუწოდებს.
რეპრესიული რეჟიმის მიერ დატყვევებული პოლიტიკური ლიდერი საკუთარი გეგმებისა და ქვეყნის მომავლის შესახებ საპატიმროდან საუბრობს.
ამავე თემაზე: