მოძალადე ბებიის საქმე - სასამართლო აღკვეთზე დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბებიისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს, 21 მარტს იმსჯელებს. პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდების მხარე გირაოს გამოყენებას მოითხოვს. არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე არასრულწლოვანის ბებიას ბრალდება, გუშინ, 20 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაგოდეხში, მე-6 კლასელის ბებიამ, შვილიშვილის თანატოლებზე იძალადა, მან ისინი დააჩოქა, დაემუქრა, დაამცირა და ვიდეო გადაიღო. შემთხვევას წინ ბავშვებს შორის კონფლიქტი უძღოდა. მომხდარის კადრები "მთავარმა არხმა" გაასაჯაროა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტის შემდეგ ბებია, რომელის სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელია დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი