"მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ" - გოგი წულაია ციხიდან გიორგი რურუას მიმართავს

გამოქვეყნდა:

გამარჯობა, გიორგი, მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ, - ასე მიმართავს ოპოზიციონერი გოგი წულაია
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, საკუთარი წერილიდან, რომელიც გლდანის ციხიდან დღეს გამოგზავნა. გოგი წულაიამ ოპოზიციის ლიდერებსა და საზოგადოებას მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა. 

...თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიოსნესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ, - წერს გოგი წულაია. 

გოგი წულაიას წერილი სრულად:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი