აშშ არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეწევა - კურტ ვოლკერი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ეწევა, - ამის შეასხებ აშშ-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმაოდ ხისტი პოლიტიკა გამოავლინა თავისი გამონათქვამებით. ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის ტერიტორიულ ოკუპაციას, საქართველოსა და უკრანიაში. ...ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს ითვალისწინებს... ....რუსეთს ძალიან სწრაფი რეაქცია ჰქონდა ამაზე. ცხადია, სიტუაცია რომელიც დღეს არსებობს, ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება იმ ოკუპაციას, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ ეწევა, - ამბობს კურტ ვოლკერი. 

ამერიკელი ჟურნალისტის, ჯორჯ სტეფანოფოულის შეკითხვას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: მჯერა, რომ პუტინი მკვლელია. ჯო ბაიდენის ამ განცხადებას თავად პუტინი ასე გამოეხმაურა: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის"... მაგრამ, შემდეგ, მაინც მოისურვა პრეზიდენტ ბაიდენთან ონლაინრეჟიმში გასაუბრება, 19 ან 22 მარტიო, თქვა და პასუხად მიიღო - დაკავებული ვარ და "ოდესმე აუცილებლად დაგელაპარაკებიო". 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი