ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპებით გაგრძელდა საქართველოში მე-3 ტალღა მალე, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება.
"თუ ასეთი შეფერხებით გაგრძელდა [ვაქცინაციის პროცესი] ზუსტად ეს არავინ არ იცის, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო. [...] მესამე ტალღა იმ გაგებით, რა გაგებითაც ვგულისხმობთ, საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს ახლა ორი სცენარი აქვს:
უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი - ცერცვაძე