"ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით", - ასე გამოეხმაურა მომრერალი ირმა სოხაძე კულტურის ახლადდანიშნული მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ "თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, შევეცდები, გავიგო, ეს აზრი საიდან მოდის"..
სოხაძის თქმით, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ ხელოვანების დევნა არ დაბრალდეთ და ამის გამო ლოიალურად არიან განწყობილნი ოპოზიციონერი ხელოვანების მიმართ.
მე გეტყვით პირიქით, სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან "ნაციონალების" აპოლოგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველაგან ისინი არიან. ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ, შიში, რომ არ დაბრალდეს, დევნიან ამ ხელოვანებს, ყველგან ესენი ჰყავთ. ჩვენ, ნეიტრალური და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპატიით გამსჭვალული ადამიანები, გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით. მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც. რა კარგ დღეში არიან „ნაციონალებთან“ დაახლოებული ხელოვანები, იმიტომ რომ იქაც კარგად არიან და აქაც", - ამბობს ირმა სოხაძე Cnews-თან.
მისივე თქმით, "თეამ სხვა კონტექსტი ჩადო მის ფრაზაში", როდესაც თქვა, რომ აპირებს, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების "განსხვავებული აზრის შესწავლას".