კულტურის ახალი კოდექსი ხელოვანებისთვის. თეა წულუკიანი ახალ სფეროში მუშაობას კონტროლის ახალი მექანიზმის შექმნით იწყებს. მინისტრს დღეს აღარ განუმარტავს რას მოიცავს ახალი კოდექსი, თუმცა მუქარის შემცველი განცხადებებიდან გამომდინარე ხელოვანები რეპრესიების მოლოდინში არიან.  

კულუარებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ყველაზე სტაჟიანი მეოცნების მორიგი მისიის შესახებ და დარწმუნებულები არიან, რომ უწყებაში თეა წულუკიანის სახელობის დიდი საკადრო წმენდა ახლოვდება და ხისტი პოლიტიკა შეეხება ყველას, ვისთვისაც ხელისუფლების კრიტიკა მისაღებია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე შეადგინა "შავი სია" და ის ევრონული მუზეუმის ხელმძღვანელის, დავით ლორთქიფანიძისა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის გათავისუფლებას აპირებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი