საბოლოო ნაბიჯი რომ გადაიდგას და კომპრომისზე წავიდნენ, პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

საბოლოო ნაბიჯი რომ გადაიდგას და კომპრომისზე წავიდნენ [პარტიები], პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, კომპრომისზე ყველა მხარე უნდა წავიდეს.

პარტიებს აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება და ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ პრობლემურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე... კომპრომისულ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია... გასულ კვირას, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო, - ამბობს კელი დეგნანი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12-19 მარტის განმავლობაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა მიშელმა ის მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად გამოგზავნა, თუმცა, მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დანიელსონის ვიზიტის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი