რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან დიპლომატი? - დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის წერილი გიორგი ფანიაშვილს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალზე ახსნა-განმარტებებს გაურბის. მინისტრმა ზალკალიანმა დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვებისთვის თავის არიდება სცადა, თუმცა წარუმატებლად. დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს მაინც მოუხდა განმარტების გაკეთება ბოლო დროის საკადრო სკანდალებზე და პირველ რიგში ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოსტიდან წასვლისა და მის ინტერვიუში გაჟღერებულ ბრალდებებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს უკვე ყოფილ ელჩთან, ნატა საბანაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მან "მთავარი არხის" ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბანაძემ ფრანგული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ თავადვე განმარტა.

დღესვე, დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფანიაშვილი
სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს.

ფანიაშვილი დიდ ბრიტანეტში საქართველოს ელჩის თანაშემწე იყო. ამბობს, რომ სამსახურიდან მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო გაუშვეს. საკუთარ მოსაზრებებს ის სხვადასხვა გამოცემაში აფიქსირებდა, რასაც ელჩის, სოფიო ქაცარავას მხრიდან ჯერ გაფრთხილება, შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიება მოჰყვა. ამის ამსახველი მიმოწერა მან "მთავარ არხს" მიაწოდა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი