პანიკა ვაშლიჯვარში - მერიას ევაკუაციის გეგმა აქვს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ ბროწეულის ქუჩის მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიის გაცემის ნაცვლად, დღეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში დატოვა. მრავალსართულიანი კორპუსის სიახლოვეს მეწყრული პროცესები სულ უფრო აქტიურდება და არავინ იცის, რა ელოდებათ ადგილობრივებს ხვალ. 

ვითარებაში გასარკვევად მოსახელობა კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სახიფათო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მერმა დღეს ვერ მოიცალა და მათთან მოადგილე გაუშვა. ირაკლი ბენდელიანის არგუმენტებმა და არაფრისმთქმელმა განმარტებებმა ადგილობრივების შიში კიდევ უფრო გააღრმავა. 

მიუხედავად იმისა, რომ მერია საფრთხის არსებობას არ აღიარებს, ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მმართველ ორგანოში უკვე შეიმუშავეს ევაკუაციის გეგმა. 

ამავე თემაზე: 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი