არაფერი იცვლება, არაა გამოვლენილი არცერთი პასუხისმგებელი პირი - რა მდგომარეობაა გელათში

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრები იცვლებიან, თუმცა გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კოლოსალური თანხები უკვე დახარჯა ტაძარი ამ დრომდე ხარაჩოებშია მოქცეული და თუნუქის ფილებითაა დახურული.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოიზიციის წევრები საქმეში საერთაშორის ექსპერტთა ჯგუფის ჩართვას ითხოვენ. 

"სააგენტო გვეუბნებოდა, რომ გამოშრობამდე იქ არაფერი არ მოხდებოდა, გამოშრობა რა თქმა უნდა ჯერ დასრულებული არ არის და ამის გარანტიას ვერავინ გვაძლევს, თუმცა რაღაც გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიდიოდა იქ სამუშაოები, რაზეც ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს სააგენტო. არაფერი არ იცვლება, არაა გამოვლენილი არცერთი პასუხისმგებელი პირი", - ამბობს "ევროპა ჩემი სახლიას" წევრი, თორნიკე ბარათაშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გოგა შუშანია ამბობს, რომ ნორმალური ქვეყნის კულტურის მინისტრი ადგილზე უნდა იყოს და ხელმძღვანელობდეს გელათის გადარჩენას.

გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაიყწყო, მათი დამთავრების შემდეგ კი გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა. მე-12 საუკუნის ტაძარი ამ დრომდე დროებით გადახურვაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი