ხვალ, 28 მარტს გლდანის ციხესთან პოლიტიკოსი გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსურველები აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
"ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში გელოდებით ყველას 28 მარტს 14:00 საათზე გლდანის ციხესთან დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში !"- წერენ აქციის ორგანიზატორები.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამავე თემაზე: