გოგი წულაია მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან უჩივის

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი გოგი წულაია მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან უჩივის. შესაბამისი წერილით უწყებას ადვოკატმა უკვე მიმართა და თან დოკუმენტაცია დაურთო.

ადვოკატები აპროტესტებენ იმ ფორმას რა ფორმითაც მოხდა წულაიას დაკავება, კერძოდ, გოგი წულაიას არ წერედგინა მისი უფლებები, პოლიციელებმა არ მისცეს ერთი ზარის განხორციელების და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება. ადვოკაცის მტკიცებით, დაკავების პროცესში წულაია შეუძლოდ გახდა, თუმცა პოლიტიკოსთან ექიმები პოლიციელებმა საათ-ნახევრის შემდეგ შეუშვეს, რის გამოც უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. 

წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"რვა დღეა უკვე არ მიუღია, არცერთი სახის საკვები, ასევე, არ ღებულობს პრეპარატებს. ისეთი დაავადბები აქვს გოგის, რომ ამ ფონზე შიმშილობა ძალიან საშიში და საფრთხის შემცველია. აქვს ქრონიკული შაქრის დიაბეტი და საკვების მიუღებლობამ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიწვიოს კომაში ჩავარდნა", - ამბობს ადვოკატი, ვალერი გელბახიანი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი