"ირინოლას" კიდევ ერთი მსხვერპლია - რას ყვება ილია სირაბიძე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორი ქალის კიდევ ერთი მსხვერპლი - აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა ამბობს რომ თამარ ჭანიშვილის მოწყობილი პროვოკაციის გამო დააკავეს.

ილია სირაბიძე ყვება, რომ სოფლის მეურნეობის მაშინელი მინისტრის, ოთარ დანელიას უკანონო დავალებები არ შეასრულა რამდენიმე წლის განმვალობაში ებრძოდნენ, 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უთვალთვალებენ, თან დაყვებოდნენ და ცდილობდნენ სამსახურიდან გაშვების მიზეზი ეპოვათ.

ამის შემდეგ მას პროვოკატორი მიუგზავნეს. თამარ ჭანიშვილი მას გაეცნო, როგორც ირინოლა ელისთავი, გარკევულ ბიზნესში პარტნიორობა შესთავაზა, ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებამდე კი მის ანგარიშზე თურქმა ბიზნესმენმა ჩარიცხა თანხა, იმავე საღამოს სირაბიძე დააკავეს. 

"არ მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი შეგნებულად და ეს ჩამითვალეს ქრთამად. მერე გაქრა საერთოდ ირინოლა ერისთავი, აღარ არსებობდა არც სასამართლოსთვის არც არავისთვის. არ ვიყავი მათთვის სასურველი პიროვნება, რის გამოც მოშორება უნდოდათ ჩემი. ვერ მომიშორეს, სხვანაირად ვერ მომიდგნენ, ვერაფერი გააკეთეს, რომ გავეთავისუფლებინე და მერე უკვე პროვოცირებაზე გადავიდნენ. დამჭერმა მითხრა გბალებშიკობდითო", - ამბობს ილია სირაბიძე.

ირინოლა ერისთავის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "რადიო თავისუფლებამ" ჩაატარა. ხელისუფლების აგენტს რამდენიმე დაზარალებული ჰყავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი