
ჩუმლაყში, ერთი ადამიანის მკვლელობისა და სამის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ორი პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებულებს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარედგინათ. გამოძიება მათ განზრახ მკვლელობას, 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, ორივე მათგანი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.
მკვლელობა 25 მარტს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანაში მყოფ 4 პირს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.
დაჭრილებს შორის იყო სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მალხაზ ბადუაშვილი, რომელიც კრიმინალური წარსულის მქონე პირია და სისხლიანი დაპირისპირება, სავარაუდოდ, მასზე განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება.
ავტორი: ია გულიაშვილი