
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტარებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. თბილისის საეთაშორისო აეროპორტში დანიელსონმა მედიას განუცხადა, რომ კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს...
დანიელსონი, დღეს 19:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.