კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა - "საიას" თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ შეიძლება იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ამის შესახებ მან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს და მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ამ რეფორმების განხორციელება, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის დასრულებამდე მიგვიყვანს. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე, რადგან ამის გარეშე ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რაც კრიზისიდან გამოსასვლელადაა საჭირო, - ამბობს ნიკოლოზ სიმონიშვილი. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს...

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და 
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი