ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია - კრისტიან დანიელსონი

გამოქვეყნდა:

"კომპრომისი დემოკრატია და ევროპული გზაა", - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წამომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი განცხადებით, პოლიტიკოსებთან ხვალინდელ შეხვედრამდე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში,
მოსამზადებელ შეხვედრებს მართავდა. მისივე თქმით, წინა ვიზიტის შემდეგ ევროპულ ინსტიტუციებში, საქართველოს საკითხი განიხილა.

ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციასთან მქონდა კონსულტაციები, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ინსტიტუციები მოიცავდა, როგორც პრეზიდენტ მიშელს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას. ევროკავშირი აქტიურად ჩართულია, იმაში, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. კრიზისზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც საქართველოში განხორციელდა იყო, ამ საკითხების კარგად გაცნობა. ყველა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესებში იყო ჩართული კარგად იციან მეორე მხარის აზრები. ასევე კარგად იციან, რისი გაკეთებაა საჭირო, იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა ნახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამაში დახმარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობის და კომპრომისის დროა, კომპრომისი არაა სისუსიტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომპრომისი დემოკრატიაა და კომპრომისი ევროპული გზაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ პარტიებს. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ მათ დასახმარებლად. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა მოიძიონ კომპრომისი,  - აცხადებს დანიელსონი. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ 
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს...

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და 
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი