
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხვალ დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს გააგრძელებს. 09:00 საათზე, მან უკვე ჩანიშნა შეხვედრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, ამის შემდეგ კი ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეხვდება დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ
კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს... ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს...
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტა და
თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს.
ვიზიტის ფარგლებში ის არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.