ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ის და ნატალია ილიჩოვა დამნაშავეები არ არიან და მთლიანად პროცესი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ამ სიტყვებით ის სასამართლო სხდომაზე წარსდგა, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

"ბინძური ბრალდება იყო წამოყენებული. ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, როგორც თავიდანვე, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს და ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არის მოწყობილი. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას რომ თავი დავანებოთ, როგორც პიროვნებებს", - თქვა ივერი მელაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვა განახლდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი შესავალი სიტყვით წარსგდებიან და დააყენებენ შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების წარდგენაზე, კერძოდ მოძრაობა "დროას" ვიდეოზე, რომელიც დავით ხიდაშელს ეხება.

 

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი