ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი, გამოიყენეთ შესაძლებლობა - რიში მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანა ახლა სირთულის წინაშე დგას.  ამ თემაზე მან და სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს.

"კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია", - თქვა სენატრომა რიშმა. 

სენატორის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, თუმცა შეთანხმებისთვის ორივე მხარეა საჭირო.

"ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდოთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება", - თქვა სენატორმა.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი