პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება შეამცირებდა დაძაბულობას - რიში/შაჰინი

გამოქვეყნდა:

"ამერიკის ხმასთან" ინტევრიუში სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლება ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას. მათი აზრით, ეს მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა.

სენატორი შაჰინი: "ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას". 

სენატორი რიში:

"ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი. დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და იმის განმუხტვას დაეხმარებოდა, რაც პრობლემას იწვევს", - აღნიშნეს სენატორებმა ინტერვიუში. 

მავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი