პირველი დახმარების პირობითობაა, მეორე შეწყვეტა - რიში აშშ-ს სანქციების ფორმებზე

გამოქვეყნდა:

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში კითხვაზე, თუ რა ინსტრუმენტები აქვთ იმისთვის, რომ ამერიკის სენატის გზავნილები საქართველოში გაითვლისწინონ პასუხობს, რომ "დახმარების პირობითობა" და "შემდეგ შეწყვეტა".  ამ თემაზე მან და სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება", - თქვა სენატრომა ჯიმ რიშმა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი