
"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციიის მიზანია, რომ ნიკა მელია ციხეში იჯდეს და ამას შეგნებულად აკეთებენ. სუბარის შეფასებით, ბესიკ ბოგველის განცხადება გირაოს შეგროვებაზე არასერიოზულია.
"მათი მიზანი არის ნიკა მელია იჯდეს ციხეში, ამას შეგნებულად აკეთებენ, თორემ გადავიხდიდით და გამოვიდოდაო - როცა ამას ვახსენებთ, მერე იწყებენ რაღაც თავის მართლებას, თითქოს კანონი ასეთ განმარტების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ გასაღები არის მათ ხელში, უბრალოდ მათ ურჩევნიათ ნიკა მელია იჯდეს შიგნით, იმიტომ, რომ აჯანჯღარონ მუდმივად ეს ქვეყანა და შექმნან ეს ხელოვნური კრიზისი", - თქვა სოზარ სუბარმა.
ამავე თემაზე: