ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციისა და "ქართული ოცნებისთვის" ახალ დოკუმენტს ამზადებენ. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ შეხვედრის მონაწილეებმა, როგორც ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების მხრიდან, დანიელსონის მიერ წარდგენილ თავდაპირველ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარ იყო. თუმცა, აღინიშნა, რომ მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდიდა, რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდებოდა.
მოლაპრაკებების პროცესი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, უკვე 5 საათია გრძელდება. არ არის გამორიცხული, იმ შემთვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კრისტიან დანიელსონი აპრილის ბოლოს საქართველოში ისევ ჩამოვიდეს და მოლაპარაკების მესამე რაუნდი გამართოს.