აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასამართლოში არსებული ე.წ. "კლანიც" მოხვდა. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნებია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანი კი ახშობს კრიტიკულ აზრს.

"მიუხედავდ იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. მოსამართლეები დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლისგან, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით ისე გარეთ. სახალხო დამცველის აპარატი კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოება განაგრძობდნენ შეშფოთებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის არ არსებობასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მათ ხაზი გაუსვეს პრობლემას, მათ შორის მოსამართლეთა ჯგუფის გავლენას, რომელიც ძირითადად შედგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლიდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიანი და არარეფორმისტი მოსამართლეების ამ ჯგუფს კლანი უწოდეს" - ვკითხულობთ ანგარიშში.  

 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი