პოლიტპატიმრის სტატუსის მისანიჭებლად არ არის საჭირო, პოლიტიკოსი იყო - ბესელიას განმარტება

გამოქვეყნდა:

"საერთოდ არაა საჭირო ამ დეფინიციისთვის პოლიტიკოსობა "- ამის შესახებ პარტია "სამართნიალობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ, გიორგი რურუას მიმართ ხელისუფლების ახალ მესიჯბოქსზე საუბრისას თქვა.

როგორც ბესელია ამბობს, 2012 წელს, როდესაც სწორედ "ქართული ოცნება" მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების დეფინიციაზე, ძალიან ბევრი არაპოლიტიკოსი შეიყვანეს სიაში. ახლა მათი ეს განცხადებებიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას დაკავებამ პოლიტიკური პატიმრის კვალიფიკაცია მიიღო.

"პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად საერთოდ არ არის საჭირო, რომ ის პოლიტიკოსი იყოს. აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე ვურჩევდი, ვინც ასეთ უაზრო განცხადებებს აკეთებს მმართველი პარტიიდან, წაიკითხოს ევროსაბჭოს რეზოლუცია 1800, რომელიც სწორედ 2011 წლის ბოლოს შეიქმნა და იქ ნახავს, რომ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომლის საქმეზეც სამართლიანი სასამართლოს ნაცვლად პოლიტიკური ინტერესი ჩნდება და პოლიტიკური ინტერესის გამო ხდება ადამიანის დაკავება ან მსჯავრდება, იმ საქმეს პოლიტიკური პატიმრის სახელი ენიჭება. თუნდაც ერთხელაც არ ჰქონდეს ამ ადამიანს პოლიტიკური განცხადებები გაკეთებული", - თქვა ბესელიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი