სრული სიბეცე... ვიღაცა "ჭკვიანი" გაუჩნდათ ეტყობა გუნდში- ასე აფასებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" ახალ მესიჯბოქსს- ვინც პოლიტიკოსი არ არის, პოლიტპატიმარი ვერ იქნება.
განცხადება ამ თემაზე ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მისი საქმის განხილვის დაწყებამდე გააკეთა.
"სრული სიბეცეა, ჯერ ერთი, პოლიტიკოსი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სუბიექტი მხოლოდ, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვინც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, ვისაც დევნიან პოლიტიკური მოტივით, პოლიტიკური წინააღმდეგობის მოტივით. [...] ამ ლოგიკით მეც არ ვარ ესე იგი პოლიტიკოსი და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ დევნაც არ არის პოლიტიკური, ესეც მინდა ძალიან, რომ თქვან", - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია რატომ ახსენებენ "ქართული ოცნების" წევრები 2 500 ლარს გიორგი რურუასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ეს ის თანხაა, რომელიც ნომინალურად გადაირიცხა მფლობელებისთვის, ვისგანაც რურუამ წილი იყიდა, ხოლო ინვესტიცია ნახევარ მილიონ დოლარიანი იყო.
ამავე თემაზე: