ღარიბაშვილს განცხადება კარასინმაც მოუწონა: "ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა რაც მოხდა"

გამოქვეყნდა:

"როგორც ჩანს მთელი ამბავი ზოგადად იყო მართული, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია" - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგორი კარასინი პოზნერის ვიზიტისას, თბილისში გამართულ მწვავე პროტესტს. 

"ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა სააკაშვილის პარტიის რადიკალებსა და საქართველოს მთავრობას შორის მკაცრი დაპირისპირება. სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები როგორც ყოველთვის უზნეოდ იქცევიან და ელემენტარულ ადამიანური ურთიერთობების ეთიკას არღვევენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა რაც მოხდა. კერძოდ, რადიკალების დეგრადირებული ჯგუფი უწოდა, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია", - თქვა კარასინმა.

კარასინის გარდა, ღარიბაშვილს განცხადება დღეს კრემლის პრესსპიკერმაც მოუწონა.

 შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი