პოლიტიკური მართლმსაჯულება - ომბუდსმენის ანგარიში 2020

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მართლმსაჯულება და გახმაურებული საქმეები - წლიდან წლამდე სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში სულ უფრო მძიმდება.

ბოლო დოკუმენტში ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილი ნიკა მელია, გიორგი რურუა და კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტები მოხვდნენ.

2020 წლის ანგარიშში კვლავ საუბარია მძიმე მდგომარეობაზე პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ვითარებას ციხის ადამინისტრაციასთან ერთად კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ.

ომბუდსმენის აპარატის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ  34%-ით გაიზარდა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები, ხდება სამოქალაქო აქტივისტების უარგუმენტო დაკავება.

ამავე თავში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 8 ნოემბრის ცესკო-სთან აქციის დარბევა მოხდა ძალის გადამეტებით და პროტესტის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 

სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საკანონდებლო დონეზე ცდილობს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს დაუწესოს ჩარჩოები, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

ამის ერთ ერთ დამადასტურებელ მაგალითად კი "მთავარი არხის" წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება მოჰყავს. 

სახალხო დამცველის ანგარიშში გახმაურებული საქმეებიდან მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმე, ლაშა თორდიას საქმე, ლუკა სირაძის საქმეებიც მოხვდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი