ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებბ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის შეწყდეს შემდგომი ხარჯები და გაიზარდოს ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებასთან და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული მოთხოვნები, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ: 

  • დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
  • სვენ მიქსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
  • მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
  • პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

განცხადება სრულად:

ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი