ევროპარლამენტარები კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ უშედეგო მოლაპარაკებებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომხდარზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება:
ღრმად ვართ იმედგაცრუებული, რომ საქართველოში, გასულ სამშაბათს,პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევით მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია. ეს შედეგი როგორც მმართველი პარტიის, ისე შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
- დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
- მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
- სვენ მიქსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
- მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
- პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
განცხადება სრულად:
ჩაშლილი მოლაპარაკებები და დაფინანსების შეწყვეტა - ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ